„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კვერცხებს და ბოთლებს ისვრიან- დაშავდა ერთი პოლიციელი
ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრადისის“ კვირეულის ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს, ვითარება ისევ დაიძაბა.
აქციის მონაწილეები ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.
ადგილზე დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.