დაცვის პოლიცია ყველა საგამოცდო ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს
შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა საგამოცდო ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და მისით გამოწვეული დაავადების თავიდან აცილების მიზნით დაცვის პოლიციის თანამშრომლები თავის საქმიანობას რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებენ.
“მიმდინარეობს ნაკადების რეგულირება და სოციალური დისტანციის მართვა. დაცვის პოლიციის საქმიანობა მოიცავს, საგამოცდო ცენტრის მთლიან პერიმეტრის დაცვა რათა არ მოხდეს უცხო პირის შემოსვლა ტერიტორიაზე.
ასევე, შენობაში აბიტურიენტების მეტალოდეტექტორით შემოწმებას. დაცვის პოლიცია საგამოცდო ცენტრების უსაფრთხოებას იცავს გამოცდებისთვის მომზადების პერიოდიდან მის დასრულებამდე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.