ლევან ვასაძე: დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ, გადავფრინდე მოსკოვში, ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში ვერ ვიქნები

“ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერის, ლევან ვასაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის „პრაიდის კვირეულის“ განმავლობაში საქართველოში ყოფნას ვერ შეძლებს.

„დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც, ამიტომ, იძულებული ვარ, სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში, სამწუხაროდ, ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უფლის შეწევნით, ლოცვითა და ამდენი კეთილი ადამიანის თანადგომით ჩვენ ამას აუცილებლად მოვერევით”, – განაცხადა ვასაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები