ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, რომ თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები