ლევან ვასაძე პრაიდის კვირეულს ვერ დაესწრება, – მას გულის იშვიათი დაავადება დაუდგინდა
ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მას გულის იშვიათი დაავადება დაუდგინდა და პრაიდის კვირეულს ვერ დაესწრება.
პარტია „ერის“ დამფუძნებელი თურქეთიდან მოსკოვში მიფრინავს.
როგორც ვასაძე წერს, თურქმა მედიკოსებმა გულის იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ის მოსკოვში გაემგზავრება სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველ კარდიო ქირურგთან, ლეო ბოკერიასთან კონსულტაციას გაივლის.