რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე ინფორმაციას ავრცელებს

29-30 ივნისს ჟენევაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე 53-ე რაუნდი გაიმართა, რომელზეც რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიაში საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„ამ ამოცანის გადაწყვეტა, რუსეთისა და მისი მოკავშირეების აზრით, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუკი ხელი მოეწერება იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის.

ამ დოკუმენტის აქტუალობა იზრდება ამერიკისა და ნატოს კონკრეტული ქმედებების ფონზე საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის ბასეინის სამხედრო „ათვისებასთან“ დაკავშირებით, რაზეც მშვენივრად მოწმობს ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამართული ალიანსის მორიგი სამიტის შედეგები, რომელიც ამჟამად შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებას ატარებს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები