შოტლანდიაში უკვე ევრო 2020-ის კლასტერი არსებობს

შოტლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1991 შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი ევრო 2020-ს უკავშირდება.

როგორც მედია შოტლანდიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, გამოვლენილი ახალი შემთხვევის 2/3 ლონდონს უკავშირდება, სადაც ფეხბურთის ქომაგები 18 ივნისს შოტლანდია-ინგლისის მატჩის საყურებლად იმყოფებოდნენ.

მათგან 397 უშუალოდ იმყოფებოდა ლონდონის “უემბლის” სტადიონზე.

კიდევ 55 შემთხვევა უკავშირდება ფანზონას გლაზგოში. 38 შემთხვევა კი კავშირშია შოტლანდია-ხორვატიისა და შოტლანდია – ჩეხეთის მატჩებთან.

აღსანიშნავია, რომ ფინეთში კორონავირუსი ქომაგების მესამედს გამოუვლინდა, რომლებიც ევრო 2020-მატჩებზე სანკტ პეტერბურგში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები