საფრანგეთში ყველა შეზღუდვა მოიხსნა

საფრანგეთში დღეს უკანასკნელი კორონავირუსული შეზღუდვა მოიხსნა.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

10 დღის წინ, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ შეზღუდვები ძალაში რჩებოდა ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, რესტორნებში, ბარებში, კინოთეატრებში, მაღაზიებში, მუზეუმებში, სასტუმროებში, ბიბლიოთეკებში, ეკლესიებში, სპორტული დარბაზებსა და სახელმწიფო უწყებებში.

ღამის კლუბები 9 ივლისიდან გაიხსნება.

დღეიდან ასევე დაშვებულია ღია ცის ქვეშ სპორტული ღონისძიებების, ფესტივალებისა და კონცერტების გამართვა, მაგრამ თუ ღონისძიებაში ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, დამსწრეებმა უნდა წარადგინოს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ან ვაქცინაციის სერთიფიკატი.

საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნის უკანასკნელი ეტაპი ძალაში შედის, რადგან COVID-19 შემთხვევების რიცხვი იკლებს, მაგალითად, 27 ივნისს მხოლოდ 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება იმუნიზაციას, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 49,5%-მა მიიღო, მათგან 31,6% -მა – ორი დოზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები