ევროკავშირი აზერბაიჯანს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატებს

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიას შეემატება, რომელთა მიმართ კოვიდ 19-თან დაკავშირებით შესვლაზე შეზღუდვა მოიხსნება.

ამის შესახებ Trend-ი წერს.

სიის განახლება დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების საფუძველზე ხდება.

როგორც აღინიშნება,  ევროკავშირის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ სიას 11 ახალი ქვეყანა დაემატება.

ცვლილებები ძალაში უახლოეს დღეებში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები