ანრი ოხანაშვილი: მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პერსონალური ბულინგი თამარ ჟვანიას მისამართით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ცესკო-ს უკვე ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მისამართით პერსონალური ბულინგი მიმდინარეობდა.

“მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პერსონალური ბულინგი თამარ ჟვანიას მისამართით, მისი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობა. სამწუხაროდ, არცერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ გაეკეთებინათ ისეთი განცხადებები, რომელიც არ ჯდებოდა უკვე არც გამოხატვის თავისუფლებაში და, პირიქით, ემსახურებოდა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას”, – განაცხადა ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები