2021 წლის სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა
2021 წლის სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, რის გამოც სარწყავი წყლის მოხმარებამ მკვეთრად იმატა.
საქართველოს მელიორაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან, რადგან მათ მიერ წყლის არარაციონალურად მოხმარების თითოეული შემთხვევა აფერხებს სხვა მომხმარებლისთვის სარწყავი წყლის მიწოდებას.
საქართველოს მელიორაციის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესს.
წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკის სწორად შემუშავებისა და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეახსენებს წყალმომხმარებლებს, დროულად გააფორმონ კომპანიასთან სამელიორაციო მომსახურების ხელშეკრულება.