გია ვოლსკი: თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, ქვეყანას პატიოსნად ემსახურა
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ცესკო-ს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ქვეყანას პატიოსნად ემსახურა.
მისივე თქმით, ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
„თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა. რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, ეს არის სიცრუე. დამოკიდებულება იყო ერთი – არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა. თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.