მიხეილ სარჯველაძე: თუ პოლიტიკური პარტია არ ასრულებს ფუნქციას, რომელიც დემოკრატიაში მისი წვლილის საზომი უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა
“თუ პოლიტიკური პარტია არ ასრულებს ფუნქციას, რომელიც დემოკრატიაში მისი წვლილის საზომი უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია, რომელიც მონაწილეობას არ იღებს არჩევნებში და მას შეიძლება, დაფინანსება ჰქონდეს, არასწორი მსჯელობაა.
„თუ ოპოზიციის ლოგიკას მივყვებით, გამოვა, რომ პარტიად, რომელმაც შეიძლება, მონაწილეობაც კი არ მიიღოს არჩევნებში, მასაც კი უნდა ჰქონდეს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არ მგონია, რომ ეს სწორი ხაზი და სწორი მსჯელობა იყოს. თუ პოლიტიკური პარტია იმ ფუნქციას არ ასრულებს, რომელიც დემოკრატიაში მისი წვლილის საზომი უნდა იყოს, რასაკვირველია, დაფინანსება ასეთ შემთხვევაში იქნებოდა აბსოლუტურად გაუმართლებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტულ პარტიას“ ქვეყნის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვს მიღებული. ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ცესკო-დან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.