თამარ გაბუნია: ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში

ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, დაგეგმილია სხვა მწარმოებლის ვაქცინების შეძენა, რომელიც მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოვა.

„ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში. ხელშეკრულებების ფარგლებში, „კოვაქსის“გარდა, სულ შეძენილია ვაქცინის 2 მილიონ ნახევარზე მეტი დოზა. ეს არის „სინოფარმის“ , „სინოვაკის“, „ფაიზერის“ ვაქცინა, კოვაქსის პლატფორმიდან „ასტრაზენეკა“. ასევე, დაგეგმილია სხვა მწარმოებლის ვაქცინების შეძენა, რომელიც მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები