ტოივო კლაარი: ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს
სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი აუცილებლად განიხილება.
მისი თქმით, ზაზა გახელაძე უნდა გათავისუფლდეს, თან – ძალიან სწრაფად.
„ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ეს თემა წამოვჭერით არაერთ ფორმატში. ზაზა გახელაძე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და თან – ძალიან სწრაფად. თითქმის ერთი წელი გავიდა საქართველოს მოქალაქის დაკავებიდან. ნამდვილად არის მისი გათავისუფლების დრო“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.