კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 677, იმერეთში – 83

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარაში – 58, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 31, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 515, აჭარაში – 153, იმერეთში – 311. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი, მათ შორის, თბილისში – 293, აჭარაში – 39, იმერეთში -129. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158  პირი, მათგან თბილისში – 108, აჭარაში – 7, იმერეთში – 11. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 182- აჭარაში.  5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები