საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 453 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.69%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე.