ალეკო ელისაშვილი: ვერაფრით ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა

ვერაფრით ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა, – ამის შესახებ  “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაიდის მიზანი თუ ის არის, რომ ადამიანებს არ ეზიზღებოდეთ „ლგბტ“ თემი, პირიქით ხდება.

„ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა. პრაიდს რომ გამართავ, ამან უფრო მეტი ემპათია გააჩინოს ადამიანებში, სიძულვილი არ იყოს LGBT თემის წინააღმდეგ ხომ? ყოველი პრაიდი პირიქით არის, უფრო აღვივებს სიძულვილს და ამით საშუალებას აძლევს, გამოცოცხლდნენ პრორუსული ძალები“, – განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის “გადაცემა 360” გრადუსში.

ელისაშვილის თქმით, ძალოვანმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, თბილისში 5 ივნისს “თბილისი პრაიდი” -ს ორგანიზებით, “ღირსების მარში – #სოლიდარობისთვის!” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები