გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინეს
გურიაში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ურუშაძე დღეს ოზურგეთში მედიას წარუდგინა.
ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერმინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, აპირებს, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვიოს, ადგილობრივ ხელმძღვანლებს შეხვდეს და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.