ლევან იოსელიანი: ახალ საარჩევნო კოდექსს არჩევნების დღეს რაიმე ტიპის მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა დაჰყავს, პრაქტიკულად, ნულამდე

“ეს არის ჩემთვის მთავარი ამოცანა, რომ არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების საფუძველი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსს არჩევნების დღეს რაიმე ტიპის მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა დაჰყავს, პრაქტიკულად, ნულამდე.

„ეს არის ჩემთვის მთავარი ამოცანა, რომ არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ამას მივაღწევთ. საბოლოოდ, გავა დრო და რაღაცები იქნება დასახვეწი, რაღაცები იქნება შესაცვლელი. მაგრამ თუ შევადარებთ იმას, რაც გვქონდა, ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული დოკუმენტი. (ახალ საარჩევნო კოდექსს) არჩევნების დღეს რაიმე ტიპის მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა დაჰყავს პრაქტიკულად ნულამდე. სავარაუდოდ, იქნება ალბათ რაღაც დარღვევები, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი, რასაც ეს ცვლილებები იძლევა, არის ის, რომ რა დარღვევებიც არ უნდა იყოს, ამან ვერ მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ლელომ“ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები