“ტექნიკური დანაკარგი” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაკარგულ ვაქცინებზე განმარტებას აკეთებს
“ვაქცინასთან მოხსენიებული “დანაკარგი” არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. რას ნიშნავს ეს?”, – აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს.
“მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითად, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია – ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება.
არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა, შესაძლებლობა ექნება, პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა “ასტრაზენეკა” გაიკეთოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.