ალუდა ღუდუშაური: სასამართლოზე ორკესტრირებული თავდასხმა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სასამართლოზე ორკესტრირებული თავდასხმა და მიზანმიმართული შტურმი მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, სასამართლოში პროგრესი დიდია.

„პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, სასამართლოზე ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ორკესტრირებული თავდასხმა და მიზანმიმართული შტურმი, რათა მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია. ვინ, თუ არა მე, რომელსაც 16-წლიანი უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, სად იყო სასამართლო, რა პროცესები გაიარა და სად არის დღეს და ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და დავსვათ კითხვა, სად გვინდა, რომ იყოს, რომ გაძლიერდეს სასამართლო და არა მისი დემონიზება მოვახდინოთ. ძალიან დიდია პროგრესი სასამართლოში”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები