“გირჩის სამეფოს” ახალი თავკაცი ოთო ზაკალაშვილია

“გირჩის სამეფოს” ახალი თავკაცი და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ოთო ზაკალაშვილია. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მოგვიანებით კი პარტიამ აღნიშნულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ვინც აქტიურად გვადევნებთ თვალს, გეცოდინებათ, რომ სამეფოს ახალი თავკაცის არჩევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

რამდენიმე კვირის წინ სათათბიროს ერთ-ერთი სხდომის ამბებიც გაგაცანით, სადაც ცხარე კამათი მიდიოდა იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა საუკეთესო კანდიდატურა.

როგორც იქნა, აღსრულდა და სათათბირომ სამეფოს თავკაცად ოთო ზაკალაშვილი აირჩია. სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყება, ,,გირჩისთვის,, ეს არჩევნები, ფაქტობრივად, საპარლამენტო არჩევნების ტოლფასია.

ჩვენ გვსურს, ამ არჩევნებზე საკუთარი შედეგი, როგორც მინიმუმ, გავაუმჯობესოთ, რისთვისაც მაქსიმალურად დავიხარჯებით.

გუნდის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ოთოს ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეში!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები