თაფლის მწარმოებელი კომპანია კოოპერატივი „კოდი“ ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში „London International Honey Awards 2021” გამარჯვებული გახდა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია კოოპერატივი „კოდი“ ლონდონის საერთაშორისო თაფლის პრესტიჟულ კონკურსში „London International Honey Awards 2021” გამარჯვებული გახდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ასევე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჩართულობით, ქართული თაფლის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ლონდონის თაფლის კონკურსში, სადაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 290 თაფლის სახეობა იყო წარდგენილი.
თაფლის მწარმოებელი კომპანიების “ნენა”, “რუხი დედოფალი” და კოოპერატივი “კოდი”-ს პროდუქციამ ხარისხის შეფასების კატეგორიაში 4 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.
LIHA ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთვარი კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე მეწარმებიისა და მათ მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები