“ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, ბმაში ყოფილიყო მოსამართლეების შერჩევის პროცესთან, უკვე განხორციელებულია, შესაბამისად, ამის დამატებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს”
“ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, ბმაში ყოფილიყო მოსამართლეების შერჩევის პროცესთან, უკვე განხორციელებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის დამატებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს.
„ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, რელევანტური ყოფილიყო და ბმაში ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესთან, საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელებულია. შესაბამისად, ამის დამატებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს. ვერ ვხედავ ვერცერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ამ შერჩევის პროცედურებთან. შესაბამისად, ვთვლი, რომ ლოგიკურად ახსნადი არ არის დამატებით შეჩერების საჭიროება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.