ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დაყენებას

“გირჩის” ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებს.

„მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დაყენებას, ჩვენთვის ეს არის საპარლამენტო და ლეგიტიმაციის არჩევნები. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე წარმატების მიღწევა გვინდა. ჩვენთვის წარმატება ნიშნავს, მინიმუმ, გავიმეოროთ იმ არჩევნების შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნებისას გვქონდა, ანუ ჩვენ პარლამენტარებს გვქონდეს იმის სრული განცდა, რომ იქ ლეგიტიმურად ვსხედვართ და ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები