დავით ზალკალიანი: სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ საქართველოს ამერიკის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტული ადგილი უჭირავს

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ საქართველოს ამერიკის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტული ადგილი უკავია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმამ რომში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფილიპ რიკერთან საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, მათ შორის, ზაზა გახელაძის საკითხს.

„დეტალურად ვაცნობე ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, იგივე გახელაძის თემაც იყო განხილული. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია გაიზარდოს და მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. თავი და თავი მიზეზი სწორედ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები გახლავთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩემი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ საქართველოს ამერიკის დღის წესრიგში უაღრესად პრიორიტეტული ადგილი უკავია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები