ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო კოდექსი”, საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებას უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში

დღეს დასრულდა 8 თვიანი სამუშაო პროცესი. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შედგა მოლაპარაკებების პირველი რაუნდები არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

“პროცესი გაგრძელდა როდესაც ვმუშაობდით შარლ მიშელის დოკუმენტზე და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო 2 ადამიანს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
ამ დოკუმენტის მომზადებისთვის, შალვა პაპუაშვილს და ლევან იოსელიანს. რომლებმაც ძალიან აკადემიური მიდგომით უზრუნველყვეს ამ ძალიან დახვეწილი დოკუმენტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ პროგრესს საარჩევნო გარემოს ცვლილების თვალსაზრისით. კანონით გათვალისწინებულია უამრავი ფუნდამენტური ცვლილება და კანონი უზრუნველყოფს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში.
ყველა პარტია მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება მიშელის დოკუმენტს ეკუთვნის მადლობა და აქვე, სამწუხაროდ გვიწევს აღნიშვნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს ამ კანონს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები