სასჯელაღსრულების სამინისტროდან 2 თანამშრომელი გაათავისუფლეს

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, დისციპლინური დარღვევის გამო სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან 8 თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა. სამინისტროს ინფორმაციით, სისტემიდან დაითხოვეს 2 თანამშრომელი; 3 თანამშრომელს – სასტიკი საყვედური, ხოლო 3-ს საყვედური გამოეცხადა.
სასჯელაღსრულების სისტემის 8 თანამშრომლის პასუხისმგებლობა სხვადასხვა ტიპის დისციპლინურმა დარღვევებმა გამოიწვია. აღნიშნული პირების ქმედებებით სხვადასხვა შემთხვევაში დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და პრეზიდენტის N832 ბრძანება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, ასევე უგულებელყოფილი იქნა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები