ქართველი მოდელი ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ქართველი მოდელი, სალომე ჩხიკვაძე ირანელ ფოტოგრაფს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სალომე ჩხიკვაძე ტვ “პირველთან” ამბობს, რომ ეს ადამიანი ფოტოგრაფობას ამოფარებული მანიაკია.

“დაიწყო უხამსი ქმედებების განხორციელება, როგორიც არის ფეხზე ხელის დადება, “ფეხზე მასაჟს გაგიკეთებ” და კიდევ ბევრი ბინძური დეტალი. მე თავი ვიგრძენი ძალიან შეურაცხყოფილად და დამცირებულად. არ მინდა, რომ ვიღაც ფოტოგრაფი მავიწროვებდეს, მეუბნებოდა, რომ ფოტოებს მივიღებდი, თუ მასთან სახლში ავიდოდი, დავრჩებოდი და იქ გადავიღებდი სექსუალური ხასიათის ფოტოებს, ეს ადამიანი არის ფოტოგრაფობას ამოფარებული მანიაკი. შემდეგ სხვა მოდელებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ამ ადამიანთან ჰქონდათ მსგავსი პრობლემები”, – ამბობს სალომე ჩხიკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები