გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს
გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს. ერთი კვირის განმავლობაში მათ როგორც ტაძრის შიგნით, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა სიხარულიძის განმარტებით, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა კედლის მხატვრობასა და ფერწერასთან, ასევე, გადახურვასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, მათი იტალიაში დაბრუნებისთანავე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების შემდეგ ექსპერტები დასკვნას და რეკომენდაციებს გადმოგზავნიან. სწორედ ამის შემდეგ სამინისტრო შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს.
იუნესკო-ს ექსპერტებისა და სპეციალისტების ორი ჯგუფი საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდა.