დავით ზალკალიანი: მოსამართლეთა მიმართ სანქციებზე არცერთ საერთაშორისო დონეზე საუბარი არ ყოფილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღებაზე არცერთ საერთაშორისო დონეზე საუბარი არ ყოფილა.
„მსგავსი საუბრები არცერთ საერთაშორისო დონეზე, არც საერთაშორისო ფორმატში არ განხილულა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია.