დავით ზალკალიანი: საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით აკეთებს.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ რომში, „დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი ანტიტერორისტული გლობალური კოალიციის“ მინისტერიალში. საქართველოს, როგორც კოალიციის აქტიურ წევრს, დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რასაც მრავალეროვნულ ოპერაციებში მონაწილეობის გზით ვაკეთებთ“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.