ირაკლი კობახიძე: თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება

“თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე მმართველ გუნდს პოლიტიკური რეაქცია ექნება.

„თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ასეთი ქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, გვექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები