სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს კანდიდატს კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები