მოსამართლე: არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შეფასებები კრიტიკის ფარგლებს გასცდა და დესტრუქციული თავდასხმის სახე მიიღო

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შეფასებები გასცდა ყოველგვარი კრიტიკის ფარგლებს და სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი იერიშისა და დესტრუქციული თავდასხმის სახე მიიღო.

მისი თქმით, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას აზიანებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შეფასებები გასცდა ყოველგვარი კრიტიკის ფარგლებს და სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი იერიშისა და დესტრუქციული თავდასხმის სახე მიიღო. ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას აზიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, დღეს, როდესაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, ჩვენ, თითოეული მოსამართლე ვალდებულნი ვართ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები