ეკატერინე ტიკარაძე: დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზუსტი ინფორმაცია აქვთ, როდის შემოვა ,,ფაიზერი” საქართველოში.
მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში „ფაიზერიც“ ჩაერთვება.
„კონტრაქტიდან გამომდინარე, ,,ფაიზერის” მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა, დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.