ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ჭრილობები მოზარდს ყელის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში თანატოლებმა მიიყვანეს.
კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო, მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 16 წლის ბიჭი ოზურგეთიდან ქუთაისში რეანომობილით გადაიყვანეს, ის ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დეტალებს “რეგიონული კვირა” შს სამინისტროში არკვევს.