შალვა პაპუაშვილი: მთავარი შემფასებელია მოსახლეობა, ოქტომბრის არჩევნებზე ხალხი შეაფასებს მთავრობასა და პარლამენტსაც

“ქართულმა ოცნებამ” ურთულესი მდგომარეობა – პანდემია და ოპოზიციის ყალბი კამპანია, პოლიტიკური კრიზისი დაძლია და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მოიპოვა”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობისა და პარლამენტის მთავარი შემფასებელი მოსახლეობაა.

„პრემიერმინისტრი სრულად ორიენტირებული იყო საქმესა და იმ შედეგებზე, რაც მთავრობას ჰქონდა. გასაგებია ოპოზიციის დამოკიდებულება, ისინი საკუთარ როლს მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ ნებისმიერ საკითხზე კრიტიკული აზრი ჰქონდეთ და შინაარსში არ შედიან. მთავარი შეფასება აქვს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ” ურთულესი მდგომარეობა – პანდემია და ოპოზიციის ყალბი კამპანია, პოლიტიკური კრიზისი დაძლია და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მოიპოვა. მთავარი შემფასებელია მოსახლეობა, ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა შეაფასებს ამ მთავრობასა და პარლამენტსაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები