გერმანიაში აივნის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

აგერმანიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰორნ-ბად-მაინბერგში მრავალსართულიანი სახლის აივანი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Dpa-international“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აივანზე 21-24 ახალგაზრდა იმყოფებოდა. აივნის ხის იატაკი მათთან ერთად ჩამოვარდა. მაშველები 4 დაშავებულს დაეხმარნენ, დანარჩენ ხუთს მძიმე დაზიანებები აქვს, ერთის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ პირებს სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ. სამაშველო ოპერაციაში 70 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აივნის ჩამოშლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები