ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლების დაკარგვაზე დიდი უბედურება სახის დაკარგვაა ქალბატონებო და ბატონებო

“ხელისუფლების დაკარგვაზე დიდი უბედურება სახის დაკარგვაა ქალბატონებო და ბატონებო”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რეფორმებზე არ უსაუბრია პრემიერ ღარიბაშვილსო-ბრძანა ქალბატონმა ნათია მეზვრიშვილმა.

შეიძლება ოპოზიციაში გადაბარგება ნაკლებ პასუხისმგებლობას მოითხოვს,თუმცა მორალი არ ცნობს პოლიტიკურ კუთვნილებას…

ეს მცირე ჩამონათვალია პრემიერის მოხსენებიდან:

1) აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტმა 942 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

2) აწარმოე საქართველოში”-დაფინანსდება 1300 საწარმო და 400 სასტუმრო,რაც ჯამში 6 მილიარდ ლარს შეადგენს.

3) გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები ყველა დარგის ბიზნესისთვის. ფინანსდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთი,არამედ ხდება სესხის თანაგრანტირებაც.

4) იწყება ახალი პროგრამა ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად,სადაც 2022 წლამდე 300 მილიონზე მეტი ლარის მობილიზება მოხდება.

5) “განახლებული რეგიონების” ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს 500 მილიონ ლარს.

6) მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 32 მილიარდ ლარამდე.

7) დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა,სადაც მგზავრობის 8 საათიანი დრო 4 საათამდე შემცირდება.

2024 წლისათვის წყალმომარაგება,მთელ საქართველოში გახდება 24 საათიანი.

9) შეუქცევადი გახდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა და საშუალო დატვირთვისას გახდება 2200 ლარი,ხოლო სრული დატვირთვისას გაიზრდება 3000 ლარამდე.

10) განვითარდება სამხედრო მრეწველობა და “დელტას” ბაზაზე დაიწყება ამერიკული M-4 ტიპის შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.

11) 2022 წლის ბოლოს 1000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინებს თავდაცვის უწყების პროგრამის ფარგლებში.

12) ამოქმედდება პოლიციის ელექტრონული პროგრამა ” e-police”, რაც სამართალდარღვევებზე რეაგირებას უფრო ეფექტურს გახდის.

13) “CRIME STOPPER” რაც მოქალაქეებს პოლიციასთან კომუნიკაციას გაუუმჯობესებს.

14) დაინერგება “SMS” სისტემა,რაც აბონენტებს საფრთხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

15) იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის დასრულებას.

16) შეიქმნება ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეები.

17) არასრულწლოვან პატიმართათვის მოეწყობა საოჯახო ტიპის დაწესებულებები.

18) 2024 წლისათვის მოხდება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა.

19) იგეგმება აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

P.S.

ხელისუფლების დაკარგვაზე დიდი უბედურება სახის დაკარგვაა ქალბატონებო და ბატონებო!”,- წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები