კახა კალაძე: ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა ცნობილი მხატვარი – ზურაბ ნიჟარაძე, კაცი, რომელიც თავის მსოფლმხედველობას ფუნჯით გადმოსცემდა
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა ცნობილი მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე. კაცი, რომელიც თავის მსოფლმხედველობას ფუნჯით გადმოსცემდა. მას სწამდა, რომ მშვენიერება და ღირებულებები არასოდეს იკარგება ცხოვრებაში. მართლაც ასეა, წავიდა დიდი ხელოვანი, მაგრამ სამუდამოდ დაუტოვა ქართულ კულტურას მდიდარი შემოქმედება.
ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლების, ქართული კულტურის წარმომადგენლთა ტკივილს“, – კახა კალაძემ.
ცნობილი ქართველი მხატვარი, ზურაბ ნიჟარაძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.