შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს, ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება

„ტყუილია, თითქოს, ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის კვოტა, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნება”, 20%-იანი უზრუნველყოფა, მინიმალური სტანდარტი საკრებულოების წარმომადგენლების – რჩება, არ იცვლება არაფერი, ასე რომ ტყუილია, რომ რამე უარესდება, ამიტომ, გთხოვთ, ამ პუნქტიდან გამომდინარე ნუ იტყვით უარს, რომ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები