ქუთაისში 65 წლამდე მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

ქუთაისში მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა წუხელ ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.

“კურიერის” ინფორმაციით, მამაკაცმა შვიდი წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ხმაური იყო, მეზობლებს მამაკაცის მიმართ აგრესია ჰქონდათ, რის გამოც 65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მომხდარის დეტალებზე ოჯახსა და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები