ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს
“შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შტამი ბრიტანეთში უკვე გახდა დომინანტი.
„ინდური შტამი“ დომინანტი რომ გახდეს, ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.