,,გირჩი” საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს
,,გირჩი” საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება შევიდა, რომელსაც მაინცდამაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო, ვინაიდან ამ თემაზე შემდგარია პოლიტიკური მხარეების კონსესუსი, ჩვენი გარკვეული პრეტენზიების მიუხედავად, ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.