ცესკო-ს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე, შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ გახდება
ცესკო-ს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე, შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს – აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში შედის, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შესაბამის მუხლში პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შედის.