“ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია, ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს”

“ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია, ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია.

„ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია, ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება. სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ეს თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ ხდება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ, რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები