ანრი ოხანაშვილი: თუ არ ვარგა სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი აღარ ირჩევს იგივე ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს

თუ არ ვარგა სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი აღარ ირჩევს იგივე ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინა.

„სასამართლოს ნდობა გაიზომება ასევე იმით, თუ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქართველი ხალხი ანდობს თუ არა მმართველ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის უფლებას.

თუ ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ არ ვარგა სასამართლო, დამერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი აღარ ირჩევს იგივე ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა 2012 წელს”, – განაცხადა  ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები