ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვაში და ოჯახებში დაბრუნებულთა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარებისა და ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში თუ ოჯახებში დაბრუნებული არასრულწლოვნების მდგომარეობის შესწავლას და მონიტორინგს იწყებს.

„უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოყვება მონიტორინგი. ვფიქრობ, ძალიან დროულია, რადგან როგორც ვნახე, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები.

ჯერჯერობით არ შეგვისწავლია ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ვფიქრობთ, ჩვენი მხრიდანაც შევისწავლოთ. ჩვენი მონიტორინგის მთავარი აქცენტი იქნება ის, თუ როგორ მუშაობენ იქ სოციალური მუშაკები, რამდენად დროულად და სწორად ახდენენ იქ ბავშვების საჭიროებების გამოვლენას.

ასევე, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ სახელმწიფო ზრუნვაში და ოჯახებში დაბრუნებული არასრულწლოვნების და ასევე სრულწლოვანი ადამიანების, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდნენ, მათი მდგომარეობის შესწავლას და მონიტორინგს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები